ადრეული ქორწინება
ნაადრევი ქორწინება არის ოფიციალური ან არაოფიციალური კავშირი ორ ადამიანისა, რომელთაგან ერთ ერთი მაინც 18 წლის ასაკს მიუღწეველია. 18 წლამდე ყველა ადამიანი არის ბავშვი. ამიტომ ადრეული ქორწინება დანაშაულია. ბავშვი ადრეულ ასაკში ვერ იღებს სწორ გადაწყვეტილებას საკუთარი ცხოვრების შესახებ. გენდერული უთანასწორობის მიხედვით ადრეული ქორწინების მსხვერპლები ყველაზე მეტად გოგონებია.
ადრეული ქორწინების მიზეზები
ამ ქორწინებების გამომწვევი ფაქტორების დასაწყისში;
- სიღარიბე
- განათლების ნაკლებობა
- კულტურული და რელიგიური ღირებულებები
- ოჯახის ღირსების დაცვის ზრუნვა და გენდერული უთანასწორობა
შედეგები
ნაადრევი ქორწინების თითქმის ორი ტიპი არსებობს. პირველი ეს არის , ბიჭის ან გოგოს ნებაყოფლობითი ქორწინება, მეორეც მშობლები აიძულებენ დაქორწინდნენ. თუმცა, ბოლო წლებში გახშირდა გოგონების ადრეულ ასაკში ქორწინება. ადრეულ ასაკში ქორწინების შედეგები უფრო მძიმეა, რადგან ისინი თავად ჯერ კიდევ ბავშვები არიან.
ნაადრევი ქორწინების ძირითადი შედეგებია:
- ფიზიოლოგიური პრობლემები
- ფსიქოლოგიური პრობლემები
- ოჯახური ძალადობა
- განათლება
- სოციალიზაცია
როგორ დავიცვათ თავი
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ადრეულ ასაკში ქორწინების, რომელსაც აკრძალულია 18- წლამდე, იწვევს მძიმე შედეგები. რელიგია, ენის მიუხედავად ყველა ბავშვის, გოგონას, ქალის აქვს განათლების, სიცოცხლის, განვითარების, მონაწილეობის და დაცვის უფლებები. კონვენცია შედგება 54 მუხლისგან. ადრეულ ქორწინების თავიდან ასაცილებლად საქართველოში შეიქმნა ორგანიზაციები, რომლებიც ადრეულ ასაკში ქორწინდებიან მათი ნების საწინააღმდეგოდ. ამ შემთხვევაში მსხვერპლს შეუძლია მიმართოს ქვემოთ მოცემული ორგანიზაციებისგან, თავის დასაცავად.
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ტელ. 112.
- ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი. (032) 230 99 03
- საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი. (032) 291 38 14/15
- სოციალური მომსახურების სააგენტოს ცხელი ხაზი. 1505
- გაეროს ბავშვთა ფონდი ( იუნისეფი) საქართველოში. (995 32) 25 11 30
პროექტის შესახებ googl-ის კითხვარი: იხილეთ აქ
ნაადრევი ქორწინების შესახებ ჩვენ ჩავატარეთ კვლევა. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ რესპოდენტების 80.2% ფიქრობს რომ, ნაადრევი ქორწინების ერთ-ერთი უდიდესი მიზეზი გაუნათლებლობაა. 20.8% ფიქრობს, რომ სიღარიბე და ოჯახური ძალადობაა. მხოლოდ 5.2% ანუ 1 რესპოდენტი ფიქრობს რომ ნაადრევი ქორწინების მიზეზი ტრადიციებია. რესპოდენტების 16.7% თვლის, რომ გენდერული უთანასწორობაა. რესპოდენტებიდან 92.5%-მა იცის რომ ნაადრევი ქორწინება დანაშაულია. რესპოდენტების 88.5% ფიქრობს რომ ამ სიტუაცია საქართველოში გავრცელებულია. 11.5% კი ფიქრობს რომ არ არის გავრცელებული. რესპოდენტების 80.3% თანახმა არ არია ადრეულ ასაკში ქორწინებაზე. მაგრამ 19.7% თანახმა არიან. რესპოდენტებიდან 89.7%-ის ნათესავი ან ნაცნობი დაქორწინდა 18 წლამდე. მხოლოდ 10.3%-ის ნათესავი ან ნაცნობი არ დაქორწინდა 18 წლამდე. მთლიანად ქალების 80.8% ფიქრობს რომ ოჯახში ძალადობა, ოჯახში უნდა დარჩეს. ჩვენი რესპოდენტებიდან 73.3% ასე არ ფიქრობს. მათი პასუხია არ უნდა დარჩეს, უნდა მოგვარდეს. 8.3% ფიქრობს რომ ოჯახში უნდა დარჩეს. ჩვენი შეკითხვა იყო, რომ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ადრეული ქორწინებას. მათი პასუხი ესენია: ქალთა ჯანმრთელობა და ბავშვობა განადგურდება, უბედურება, რამდენიმე წლის შემდეგ არ ეთანხმება, პატარა ასაკში ორსულობა, ადრეული ასაკში ქორწინება გოგონების მიერ სკოლის მიტოვების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური პრობლემები შეიძლება მოჰყვეს და ასე შემდეგ. ამის გარდა რესპოდენტების 79.2% თვლის რომ ადრეული ქორწინების არ აქვს დადებითი მხარე, მაგრამ 20.8% თვლის რომ აქვს დადებითი მხარე.
იმედი გვაქვს ჩვენი პროექტის მეშვეობით ადამიანები უფრო ყურადღებიანი იქნებიან ბავშვის ასაკში ქორწინებაზე.
No comments:
Post a Comment